მიხიელ სააკაშვილის ამჯერად კლინიკიდან გატაცების საიდუმლო ოპერაცია ღამის 2 საათზე განხორციელდა. მესამე პრეზიდენტი ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გაყალბებული სამედიცინო დასკვნის საფუძველზე გადაიყვანეს, რომელსაც გორის კლინიკის ექიმი ალექსანდრე ჯეირანაშვილი აწერს ხელს.
სრულიად სამედიცინო საზოგადოება თანხმდება, რომ დაუძლურებულ პრეზიდენტს ინტენსიური მკურნალობა სჭირდება და პენიტენციურ დაწესებულებაში მისი გადაყვანა შესაძლოა შუქცევადი პროცესების მაპროვოცირებელი გახდეს.
ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელი მიმართავს საქართველოსა და უკრაინის პროკურატურებს, დაიწყოს გამოძიება მესამე პრეზიდენტის მიმართ განხორციელებული შესაძლო წამებისა და ძალობის ფაქტზე. არადამიანური მოპყრობის სამიზნე მორიგ ჯერზე მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად გახდა.
ციხეში ეტაპირებისას ბადრაგი ივანიშვილის პოლიტიკურ ტყვეს პირდაპირ დაემუქრა, რომ ცუდად გახდომის შემთხვევაში, ის ისევ გლდანის ციხეში აღმოჩნდებოდა.
ტვ მთავრი