“საერთოდ არ მეშინია ამათი.პირიქით,ჩემი ბრძოლის ხალისი და გამარჯვების რწმენა იზრდება”-მიხეილ სააკაშვილის პირველი მიმართვა რუსთავის ციხიდან

“საერთოდ არ მეშინია ამათი. პირიქით, ჩემი ბრძოლის ხალისი და გამარჯვების რწმენა იზრდება” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ რუსთავის ციხეში გადაყვანის შემდეგ გავრცელებულ პირველ მიმართვაშია საუბარი.

”რაც არ უნდა ჩაიდინონ, საერთოდ არ მეშინია ამათი. პირიქით, ჩემი ბრძოლის ხალისი და გამარჯვების რწმენა იზრდება.

ჩემზე არ ინერვიულოთ! ახლა მთავარია ერთიანობა და გადამწყვეტი შეტევისთვის მომზადება. ამ შეტევის დროც სულ მალე დადგება.

მე რაც შემეხება, სულ მალე მოვიშუშებ გორის “რეაბილიტაციისას” მიღებულ ტრამვებს და კიდევ უფრო დიდი ენერგიით ჩავდგები მწყობრში, თუმცა ახლაც ძალიან მხნედ და ოპტიმისტურად ვარ!” – წერს მიხეილ საააკაშვილი. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share