“არ არსებობს კვალიფიციური ექიმის დასკვნა, რომელიც ამბობდა, რომ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაყვანა არ შეიძლებოდა. სწორედ ასე მოიქცა პენიტენციური სისტემა და იუსტიციის სამინისტრო. მიხეილ სააკაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციის კურსი დაასრულა.
სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ თუ არ არსებობს სპეციალური დონის სამედიცინო სერვისის მიწოდების საჭიროება, პატიმარი უნდა დარჩეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
ეს ვალდებულება არის სხვა პატიმრების მიმართაც, პატიმრების გამორჩევა არ უნდა მოხდეს, ყველას თანაბრად უნდა მოეპყროს. საბოლოო ჯამში ვნახეთ რეაქციები. ვფიქრობ, რაიმე შინაარსობრივი პრეტენზია აღარ არსებობს.
რაც შეეხება სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ჯგუფის დასკვნას. არ მგონია, იქ ყოფილიყო მოსაზრება, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა არ შეიძლება. ეს არ მინახავს. რაც შეეხება „ემპათიას“ მათ კომპეტენციაში და კეთილსინდისიერებაში ნამდვილად მეპარება ეჭვი“, -აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.