“ყველა შემთხვევა მსუბუქი გახლავთ, აქედან 12 არის 18 წლამდე ბავშვი და მოზარდი. მთლიანად 144-დან მხოლოდ 4 იყო ჰოსპიტალიზებული, ისიც სხვა თანმხლები დაავადების გამო, მათი ჰოსპიტალიზაცია არ იყო გამოწვეული კოვიდის სიმძიმით. საშუალო ასაკი 144 ადამიანში სადღაც 37-38 წელია. 144-დან 105 არის საქართველოს მოქალაქე, 39 უცხო ქვეყნის. მათგან 70% არის სრულად ვაქცინირებული“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.