1 დეკემბერს, ცნობილმა კანადელმა მსახიობმა ელენ პეიჯმა, ყველასათვის მოულოდნელად განაცხადა, რომ ის ტრანსგენდერია.
“ინსტაგრამში” გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში, პეიჯი აცხადებს, რომ მას ამიერიდან უნდა მიმართონ მამრობითი ნაცვალსახელით (He), ან ისე, როგორც განუსაზღვრელი სქესის წარმომადგენელს (They – მაგრამ არა როგორც “ისინის” მნიშვნელობით, არამედ მხოლობითში, როგორც ამოუცნობი სქესის ადამიანის აღმნიშვნელად) და ის, რომ ამიერიდან მისი სახელი – ელიოტია.
აღიარებამ ელიოტს მოუტანა როგორც უსაზღვრო სიხარული, ასევე შიშიც იმისა, რომ ამის გამო მას მილიონობით ადამიანი გაკიცხავს და შეიძულებს, მასზე ცუდად იხუმრებენ და იძალადებენ კიდევაც.
პეიჯი დიდი ხანია როგორც ლგბტ მოძრაობის, ასევე ფემინიზმის მხარდამჭერია, უფრო მეტიც, 2014 წელს მან ქამინგ-აუტი გააკეთა და ცოლად გაჰყვა ემა პორტნერს.
ელიოტ (ელენ) პეიჯი და ემა პორტნერი
მას მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორებიცაა: Juno, Inception, X-Men: Days of Future Past, X-Men: The Last Stand და სხვებში, ასევე სერიალ The Umbrella Academy-ში და პოპულარულ ვიდეო თამაშ Beyond: Two Souls-ში.
ავტორი: ირაკლი სალუქვაძე