“ორდღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად, ისევ უშუქოდ დავრჩით. ორი დღეა ასე ვართ. არავინ ჩვენი ამბის მომკითხავი არაა, ჯერ სადღეგრძელოებს ვერ მორჩნენ ეტყობა” – უთხრა “გურიის მოამბეს” სატელეფონო საუბრისას ადგილობრივმა ქალბატონმა, რომელმაც ფოტოებიც მოგვაწოდა თუ რა მდგომარეობაშია ელექტრო სადენები, რაც მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველია:” ასე ყრია მიწაზე ეს სადენები, პატარა ბავშვიც მიწვდება და რამე უბედურება რომ მოხდეს, ვინ აგებს პასუხს”? –ქალბატონის დასმულ კითხვაზე იმედია პასუხი ენერგო პრო ჯორჯიაში ექნებათ, რომლის ვალდებულებაცაა მსგავსი საკითხების მოგვარება და მოსახლეობისთვის თუნდაც იმის ახსნა, თუ რატომ არ მიეწოდებათ ელექტრო ენერგია, ან როდის მოხდება აბონენტებისთვის მისი მიწოდება.
სოფელში მერის წარმომადგენელი, გრიგოლ ძიძიშვილი ამბობს, რომ ელექტრო ენერგიის მიწოდება სოფელს მალე აღუდგება: “იზოლატორი აფეთქდა და ამიტომ გაითიშა შუქი. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და მალე ჩაირთვება” – გვითხრა ძიძიშვილმა.