“არსებობს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლების ზრდის საშიშროება, მიუხედავად იმისა, რომ ადრეული მონაცემები „ომიკრონის” ნაკლებ სიმძიმეზე მიუთითებენ”

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორის, ენტონი ფაუჩის თქმით, ჯერ კიდევ არსებობს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლების ზრდის საშიშროება, მიუხედავად იმისა, რომ ადრეული მონაცემები „ომიკრონის” ნაკლებ სიმძიმეზე მიუთითებენ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს:

„ერთადერთი სირთულე ის არის, რომ თუ თქვენ გაქვთ ამდენი შემთხვევა, თუნდაც ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი “ომიკრონის” შემთხვევაში “დელტასთან” შედარებით უფრო დაბალი იყოს, მაინც არსებობს საფრთხე, რომ მოხდეს ჰოსპიტალიზაციის ზრდა, რამაც შეიძლება ზეწოლა მოახდინოს ჯანდაცვის სისტემაზე”, – აღნიშნა ფაუჩიმ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share