საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 0.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.9 პროცენტი შეადგინა. ეს მორიგი ანტირეკორდია.
წლიურ ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათზე ფასების ზრდამ მოახდინა. ფოტოზე მოცემულია როგორ გაძვირდა სხვადასხვა ჯგუფებში ფასები წლიურად:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.6 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.01 პროცენტული პუნქტით აისახა.
- ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი 24.5 პროცენტი,
- ბოსტნეული და ბაღჩეული 20.7 პროცენტი,
- პური და პურპროდუქტები 20.2 პროცენტი,
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 19.8 პროცენტი,
- თევზეული 16.5 პროცენტი,
- რძე, ყველი და კვერცხი 15.3 პროცენტი,
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 13.5 პროცენტი,
- ხილი და ყურძენი 10.5 პროცენტი,
- ხორცი და ხორცის პროდუქტები 10.2 პროცენტი,
- ყავა, ჩაი და კაკაო 6.1 პროცენტი;
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.3 პროცენტით, რაც 2.24 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (24.9 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 43.5 პროცენტიანი მატება, რაც 3.64 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე:
- წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება(64.7 პროცენტი,
- ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები 64.4 პროცენტი,
- საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება 8.0 პროცენტი
- ამასთან, ფასები შემცირდა საცხოვრებლის ფაქტიურ გადასახადზე -3.1 პროცენტი