საბერძნეთში ქართველი “კანონიერი ქურდი”, შოთა თევდორაძე მოკლეს. 41 წლის თევდორაძეს კრიმინალურ წრეებში, „შოთიკოს“ სახელიც იცნობდნენ.
მას ჭრილობები ცეცხლსასროი იარაღიდან მიაყენეს.
მას კრიმინალური სტატუსი გავლენიანმა “კანონიერმა ქურდმა” გაიოზ ზვიადაძემ მიანიჭა, რომელიც გასულ წელს, თურქეთში ჩაცხრილეს. საბერძნეთის პოლიცია არკვევს მკვლელობასთან დაკავშირებული პირების ვინაობას და დანაშაულის მოტივს.