ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს მსოფლიოს მასშტაბით საკუთარი მოვალეობის შესრულების დროს 45 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი მოკლეს.
ორგანიზაციის ცნობით, მსგავსი შემთხვევები 20 ქვეყანაში დადასტურდა, თუმცა ზოგადი სტატისტიკა წინა წელთან შედარებით შემცირებულია, რადგან 2020 წელს 65 ჟურნალისტი გარდაიცვალა პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს.
ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს აზიის წყნარი ოკეანის რეგიონი 20 ჟურნალისტი მოკლეს, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკაში 10, აფრიკაში 8, ევროპაში 6, ხოლო ახლო აღმოსავლეთსა და არაბულ სამყაროში 1.
IFJ-ს ცნობით, 1991 წლიდან დღემდე, საკუთარი საქმიანობის გამო, მსოფლიო მასშტაბით სულ 2 721 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი მოკლეს.