ბრჭყვიალა ქუჩები გააყუჩებს ათასობით მშიერი ადამიანის გაუსაძლის ყოფას?, – აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ეკა ხერხეულიძე წერს.
პოლიტიკოსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქეების თემას ეხმაურება და წერს, რომ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც მათ წითელი ჯვრის მისიას უარი უთხრეს უკანონოდ დატყვევებული ადამიანების მონახულებაზე.
„ერთი თვე სრულდება მას შემდეგ,რაც ოკუპანტებმა გაიტაცეს 5 ჩვენი თანამოქალაქე. გუშინ პირველი შემთხვევა იყო,როდესაც წითელი ჯვრის მისიას უარი უთხრეს უკანონოდ დატყვევებული ადამიანების მონახულებაზე.წარმოგიდგენიათ როგორი ნაწამები უნდა იყვნენ მძევლობაში მყოფი ქართველები რომ მათთან შეხვედრა აკრძალეს ოკუპანტებმა?
ბრჭყვიალა ქუჩები გააყუჩებს ათასობით მშიერი ადამიანის გაუსაძლის ყოფას და გატაცებული სამხედროების წამებით მიყენებულ ტკივილს?“, – წერს ეკა ხერხეულიძე.