ყოფილი სამხედროების ნაწილის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი კარტოგრაფების საქმეზე მიცემული ჩვენების სანაცვლოდ, პოლკოვნიკს გენერლის სტატუსს ჰპირდებიდა.
დავით მაყიშვილი ვარაუდობს, რომ მოქმედმა პრემიერმა ეს პირობა ვერ შეასრულა, ამიტომ პროკურატურის ოქროს მოწმეები, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, ნოდარ ხორბალაძე და თედო გორგოძე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული პრემიით დააჯილდოვა.
კარტოგრაფების საქმე მაშინ დაიწყო, როცა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო. რა თქმა უნდა პოლკოვნიკი ხორბალაძე, ჩვენების მიცემაზე დაითანხმეს, შეჰპირდნენ, რომ ის მომავალში გენერალი გახდებოდა. ხორბალაძეს გენერლობა ოცნებად ჰქონდა ქცეული და რა თქმა უნდა ის დათანხმდა მიეცა ცრუ ჩვენება.
მისი საშტატო კატეგორია არ ითვალისწინებს გენერლის თანამდებობას. შემდეგ ფიქრობდნენ, ტოპოგრაფიული სამმართველო გადაეკეთებინათ სიპ-ად. ესეც არ გამოდიოდა, რადგან, ამ შემთხვევაში საშტატო ერთეული უნდა გაეზარდათ. ასე რომ ვერ მოხერხდა პოლკოვნიკის გენერლად გადაქცევა. ამიტომ გული არ დაწყვიტეს და გენერლობა ამ ჯილდოთი ჩაანაცვლეს” – განაცხადა დავით მაყიშვილმა.
tv pirveli