1-კრედიტქულიან პედაგოგებსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსი ენიჭებათ, – საქართველოს მთავრობამ „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია 2021 წლის 30 დეკემბერს გამოაქვეყნა.
30 დეკემბერს გამოქვეყნებულ დოკუმენტს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს ხელს.
„იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია დაადასტურეს ან დადასტურებული ჰქონდათ მინიმუმ 1 კრედიტქულაზე (დააგროვეს მინიმალური ქულა), მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი“, – წერია დადგენილებაში.
ამავე დადგენილების მიხედვით 1-კრდეტქულიან პედაგოგების მსგავსად უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭებათ იმ პედაგოგებსაც, რომლებსაც წინა წელს ჩააბარეს გამოცდა და შედარებით მეტი – 10 კრედიტქულა დააგროვეს.
„იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე და საგნობრივი კომპეტენცია დაადასტურეს ან დადასტურებული ჰქონდათ 10 კრედიტქულაზე, მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი“, – ვკითხულობთ დადგენილებაში.