ცხოვრება გაძვირდა და კიდევ გაძვირდება – საგანგაშო პროგნოზი და ინფლაციის ანტირეკორდი

ცხოვრება საქართველოში ისევ გაძვირდა. ახალი წლის დადგომასთან ერთად, ინფლაციამ ყველა დროს ანტირეკორდი მოხსნა და უკიდურესად კრიტიკულ მაჩვენებელს მიაღწია. ეს ფაქტი კიდევ უფრო ნათლად ადასტურებს ეკონომისტების პროგნოზს, რომ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გასულ წელს ყოველდღიურად იბრძოდნენ გადარჩენისთვის, 2022 კიდევ უფრო მძიმე იქნება.

ინფლაციის 14 %-იან მაჩვენებელს კომუნალური გადასახადების ახალი ტარიფი და გაძვირებული მუნიციპალური ტრანსპორტი ემატება.

ყველაზე სახიფათო და საგანგაშო კი მაინც პროგნოზებია. ამ ვითარებაში ექსპერტები არა თუ მდგომარეობის დასტაბილურებას, არამედ კიდევ უფრო მძიმე მომავალს მოელიან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share