“ოცნება” აშშ-ს ღიად უპირისპირდება – გაღიზიანებული კობახიძე კელი დეგნანს კომპეტენციას უწუნებს

საქართველოს ხელისუფლება ფაქტობრივად ღიად უპირისპირდება ქვეყნის მთავარ პარტნიორს. ირაკლი კობახიძე შეერთებული შტატების ელჩს იმდენად მძიმედ აკრიტიკებს, რომ მის კომპეტენციასაც კი ეჭვქვეშ აყენებს. მმართველი პარტიის თავმჯდომარე უფრო შორსაც მიდის და ეს კონფლიქტი ქართველ ხალხსა და შეერთებულ შტატებს შორის ნდობის დაკარგვის შესაძლებლობამდე აყავს.

ვისი მხარდაჭერის იმედით შედის ამ კონფლიქტში კობახიძე გაუგებარია, მაგრამ ფაქტია, რომ ქართულ ოცნებას ყველაზე მტკივნეულ ადგილას დაარტყეს. პარტიის ლიდერის ასეთი გაღიზიანება სწორედ ელჩის შეფასებამ გამოიწვია – როდესაც კელი დეგნანმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილებას ძირგამომთხრელი უწოდა.

ტვ მთავარი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share