AFG გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი და საფრანგეთში მცხოვრები ემიგრანტი, ნუგზარ სულაშვილი საქართველოში შექმნილ უმძიმეს სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება და წერს:
”ცოტა ხნის წინ, ერთმა ჩემმა მეგობარმა რიტორიკული კითხვა დამისვა:
სად არის ის სანქციები, რომელზეც ევროპა და ამერიკა საუბრობდაო?
პასუხი: ამერიკამ და ევროპამ დაუფარავად განგიცხადათ (არა ერთხელ) რომ საქართველო სახელმწიფოებრიობას კარგავს, და ამაში დამნაშავე ხელისუფლების ძირგამომთხრელი პოლიტიკააო.
ეს უკვე ნიშნავდა იმას, რომ სანქციები ჩვენ თავად უნდა დაგვეწესებინა და ამ გარეწრებისთვის ევროპა ამერიკაში გასვლის უფლება კი არა, სახლებიდან თავის გამოყოფის უფლება არ მიგვეცა.
სანაცვლოდ რა გავაკეთეთ?
იმის გამო, რომ ჩინოვნიკების შვილებისთვის დისკომფორტი არ შეგვექმნა და საახალწლო კარნავალი არ გაგვეფუჭებინა, ისევ საკუთარი შვილები გავიმეტეთ ჯოჯოხეთისთვის. 2022 წელი მივულოცეთ ციხეში გამომწყვდეული პრეზიდენტით, გაძვირებული კომუნალური გადასახადებით და 500% -ით გაზრდილი საგარეო ვალით, რომელიც მათი კისრიდანაა ამოსაღები.
ვიშიმშილეთ…
ზევით-ქვევითაც ვარბენინეთ პოლიცია…
დაშლა არ მოშლის მიტინგებიც გავმართეთ ათ-ათი წუთით…
შედეგი?
თავზე გადახეული კონსტიტუცია…
დაცინვა, დამცირება…
კიდევ ერთი ინსტიტუციის განადგურება…
და ჩვენს საჩვენებელ თითზე, პასუხად მიღებული შუა თითი!!!
პ.ს. ვიჩქაროთ ვინეგრედის და საცივის ამჟავებამდე!
საქართველო მოითმენს!
არ მოითმენს და გას&&&ია პატრონი, მთავარია – მიშა ციხეშია!!!
დასავლეთის სანქციების მოლოდინში – ასე “ტკბილად” დამიბერდით!” – წერს ნუგზარ სულაშვილი.