ოზურგეთის “მერცხალის” ყოფილი მეკარე, ლევან კალაჯიშვილი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა.
როგორც “გურიის მოამბე” -სთან საფხბურთო კლუბის ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ხარიტონ ჩხატარაშვილი ამბობს, ლევანს მძიმე დაავადება მოულოდნელად დაუდგინდა, რამდენიმე თვიანი მკურნალობის შემდეგ კი, ის გარდაიცვალა.
“ძალიან ცუდი ამბავი მოხდა, ასეთი ახალგაზრდა და სიცოცხლით სავსე ბიჭი… უდედოდ გაიზარდნენ ბიჭები, დედა ადრე გარდაეცვალათ და მამამ გაზარდა. ორივე ძმა ჩვენთან თამაშობდა, ლევანიც და იონაც. ძალიან შრომისმოყვარე, კეთილი, საყვარელი ბიჭები. ლევანი ყველას უყვარდა. ძალიან დასანანია, ძალიან”- გვითხრა ხარიტონ ჩხატარაშვილმა.