ოზურგეთის #2 საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე, ქეთევან მამალაძე, კინგსის ოლიმპიადის ფინალში მოხვდა.
როგორც ქეთი “გურიის მოამბეს” უყვება, სამ საგანში მიღებული უმაღლესი შეფასებით ის პირველი ხარისხის სერტიფიკატის მფლობელი გახდა და ბაკურიანში, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს საგზურიც მიიღო:
“Kings ის ოლიმპიადაში სამ საგანში (ქართულში, ინგლისურსა და ისტორიაში)მივიღე მონაწილეობა. ფინალში მოვხვდი უმაღლესი ქულებით. მივიღე პირველი ხარისხის სერთიფიკატები და 5 ვარსკვლავიან სასტუმროში ბაკურიანში 5 დღით მიშვებენ” – გვითხრა ქეთიმ.