ბენზინის ფასის გამო ქართველები არასდროს გავლენ ქუჩაში, – აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ დაწერა.
მისივე თქმით, ბენზინის არა, მაგრამ სასამართლოს გამო შესაძლებელია ეს მოხდეს.
„ბენზინის ფასის გამო ქართველები არასდროს გავლენ ქუჩაში, მაგრამ აბა სასამართლოს შეეხე“, – წერს სანაია.
შეგახსენებთ, რომ სანაიას პოსტი ეხმაურება ყაზახეთის მთავრობის გადადგომას, რაც საზოგადოების მხრიდან ბენზინზე გაზრდილი ფასების გაპროტესტებამ გამოიწვია.
პირველ იანვარს ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში ერთ ლიტრ თხევად გაზზე ფასი გაორმაგდა. უცხოური მედიის ცნობით, საპროტესტო გამოსვლების დროს ხელისუფლებამ საწვავის ფასის შემცირების პირობა დადო, თუმცა, აქციის მონაწილეები არ დაშლილან, რასაც პოლიციასთან შეტაკებები და არეულობა მოჰყვა.