დეპუტატი, ლადო კახაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“დარბეული კინოთეკა”
დედანს ასლი უჩივის, მოწმობს რეპროდუქცია,
ორიგინალს კულისში, სუროგატი დარაჯობს,
საღმა აზრმა იდეას, ცოტა გვერდი უქცია,
უტიფრობის ლექციას დემაგოგი განაგრძობს.
სამეტყველო აპარატს უმალავენ ლოგოპედს,
თავხედობას სიწითლე არ ეტყობა- ურცხვია,
ისე ყველა სტატისტი იმსახურებს ცოტა მეტს,
უნიჭობა რეჟისორს შორიდანვე უცვნია.
პლაგიატის “ნაღვაწი” უგემურად სადილობს,
პროტექციას საცვალი შებრუნებით აცვია,
აფერისტი გაქნილად მიამიტზე ნადირობს,
კუჭის წყლულის მკურნალი მოხარშული ქაცვია.
იგავ-არაკს სიმართლე, ჭკუის აბჯრად იყენებს,
ანონიმის წერილზე არ მოქმედებს სანქცია,
ცუდია თუ არცოდნა თავის თარგად გვიყენებს,
ბრიყვმა უფლის ედემი, ჯოჯოხეთად აქცია…”