ინფიცირების 4 033 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 705 შემთხვევა, აჭარაში – 402, იმერეთში – 624, ქვემო ქართლში – 286, შიდა ქართლში – 281, გურიაში – 84, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 273, კახეთში – 239, მცხეთა-მთიანეთში – 62, სამცხე-ჯავახეთში – 68, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 9.
2 დეკემბრის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა 4 033 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 061 პაციენტი.
ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 143 376 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 121 621 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 342 პაციენტი კი გარდაიცვალა.
მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ იმუშავებს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები.