კალაძის თქმით, საახალწლო სოფელში დასახარჯი თანხა გაჭირვებულ მოქალაქეებს მოხმარდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, წელს საახალწლო სოფლის მოსაწყობად განკუთვნილი თანხები, გაჭირვებულ მოქალაქეებს მოხმარდებათ.

როგრც კალაძე განმარტავს, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, წელს საახალწლო სოფელი არ მოეწყობა.

„ჩვენ 700-800 ათასი ლარი გვიჯდებოდა საახალწლო სოფლის მოწყობაში, ეს თანხები მიმართული იქნება სარეზერვო ფონდში და ამ თანხით ჩვენ დავეხმარებით მათ, ვისაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება“,- განაცხადა კახა კალაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share