ბოლო 24 საათში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 945 მოქალაქე დააჯარიმეს

პირბადის ტარების წესის დარღვევა 20 ლარის ოდენობით ჯარიმდება, ხოლო იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა – 2 000 ლარით.

სამართალდამცველებმა ბოლო 24 საათში იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 83, ხოლო პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის – 945 მოქალაქე დააჯარიმეს. 2 000 ლარით დაჯარიმებულ 83 პირს შორის არიან ისინიც, ვინც ე.წ კომენდანტის საათი დაარღვია.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები”. – აცხადებს შსს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share