ფილადელფიაში ხანძარს 12 ადამიანი შეეწირა, მათ შორის 8 ბავშვია

აშშ-ს ქალაქ ფილადელფიაში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ფილადელფიის სახანძრო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელის ცნობით, დაღუპულთა შორის 8 ბავშვია. სახანძრო კომისრის მოადგილემ კრეიგ მერფიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს იყო “ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ხანძარი”, რაც კი ოდესმე უნახავს. მისი თქმით, ხანძრის დროს რვა ადამიანმა შენობიდან გაქცევა მოახერხა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის დროს სამსართულიან კორპუსში 26 ადამიანი იმყოფებოდა. ხანძარი ადგილობრივი დროით 06:00 საათზე გაჩნდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share