“მოლაპარაკებების მაგიდაზე ახლა ახალი წინადადება დაიდება – ან პარლამენტში შესვლა, ან ციხეში”-ოლიგარქის ახალი სტრატეგია.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზალიკო უდუმაშვილი დარწმუნებულია, რომ მოლაპარაკებების მაგიდაზე ახლა ახალი წინადადება დაიდება – ან პარლამენტში შესვლა, ან ციხეში. “არჩევნებიდან 1 თვეში ყველა საქმე განახლდა. ასე ასრულებს ივანიშვილი საზოგადოებისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთ ის მიცემულ პირობებს. უკვე მერამდენად უნდა ვნახოთ გადაგდებული საზოგადოება. ამაზე საკადრისი პასუხი უნდა მიიღოს ოლიგარქმა. ის ახლა გვეუბნება – ან შეხვალთ პარლამენტში, ან შეხვალთ ციხეში. დარწმუნებული ვარ სწორედ ეს იქნება ის ახალი წინადადება, რომელიც მოლაპარაკებების მაგიდაზე დაიდება. “- აცხადებს უდუმაშვილი.
7 დეკემბერი – ნიკა გვარამია; 10 დეკემბერი – გიგი უგულავა; 14 დეკემბერი – ირაკლი ოქრუაშვილი; 15 დეკემბერი – ნიკა მელია – არჩევნების დასრულების შემდეგ „ქართული ოცნება“ თაროდან ჩამოღებული საქმეებით ცდილობს პოლიტიკური თამაშის ახალი პარტია მოიგოს და ოპოზიციური გაერთიანების ლიდერების სასამართლო პროცესები ერთმანეთის მიყოლებით ჩანიშნა.