გურიის მოამბე

რუსეთმა ყაზახეთში სამშვიდობო ძალების შეყვანა დაიწყო

ინფორმაციას რუსული მედია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ამ დროისათვის სამშვიდობო კონტინგენტის რუსული ნაწილის გადაყვანა ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის თვითმფრინავებით ხდება. სამხედრო ნაწილებმა უკვე დაიწყეს დაკისრებული ამოცანების შესრულება”, – წერია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ სამშვიდობო ძალების კონტინგენტში რუსეთის, სომხეთის, ბელარუსის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის სამხედროები შედიან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights