ფრინველის გრიპის ეპიდემიის გამო ისრაელში ათი ათასობით ინდაური და ქათამი დახოცეს

ისრაელში ფრინველის გრიპის (H5N1) პათოგენური ვარიანტი გამოვლინდა. ქვეყნის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, ეპიდემიის გამო ისრაელში ათი ათასობით ინდაური და ქათამი დახოცეს – ამის შესახებ ინფორმაციას Xinhua ავრცელებს.

ფრინველის გრიპის შემთხვევები პირველად ქალაქ კესარიასთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ ფერმაში დაფიქსირდა.

სამინისტროს ცნობით, H5N1-ით საერთო ჯამში 107 000 ინდაური და ასობით ათასი ქათამია ინფიცირებული. ვირუსის აფეთქების გამო სამინისტრომ მათი დახოცვის გადაწყვეტილება მიიღო, რამაც ისრაელში კვერცხის დეფიციტი გამოიწვია.

“სამინისტრო განაგრძობს მუშაობას, რათა გრიპის გავრცელება მაქსიმალურად შემცირდეს”,- აღნიშნულია ქვეყნის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Reuters-ის ცნობით, ფრინველის გრიპის შემთხვევები დაფიქსირებული საფრანგეთსა და იტალიაშიც. საფრანგეთში H5N1-ით 13,000 ინდაურია ინფიცირებული.
ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ოქტომბერი – 26 დეკემბრის შუალედში იტალიაში ვირუსით 4 მილიონამდე ფრინველი დაიხოცა.

რუსთავი 2

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share