„როგორც ვხედავთ პოლიციამ აქტივისტებს წინააღმდეგობა არ გაუწია. უშიშროების შენობაში ისე შევიდნენ, რომ საერთოდ ცარიელი დახვდათ იქ, მაგრამ მე რასაც ვუყურებ აშკარად ნაზარბაევსა და ტოკაევს შორის რაღაც გარკვეული წინააღმდეგობაა. არვიცი რამდენად მართალია. ძალიან საინტერესო საკითხია სად არის თვითონ ნაზარბაევი. არ ჩანს. მას სიმხდალეს ვერავინ ვერ დააბრალებს, საკმაოდ მამაცი კაცია, პიროვნული და პოლიტიკური სიმამაცე აქვს. დედაქალაქის ჩრდილოეთში გადატანა, რათა რუსი მოსახლეობის წილი შემცირებულიყო. მაგრამ არ ჩანს, არის სხვადასხვა ვერსიებბი თითქოს რუსეთში გაიქცა. ფაქტია, რომ რუსეთს სერიოზული საბაბი მიეცა შევიდეს ცენტრალურ აზიაში. ყაზახეთს ვინც დაიკავებს, ის დაიკავებს ცენტრალურ აზიას. არვიცი რას ელოდება დასავლეთი, სადამდე უნდა გაგრძელდეს ეს შეშფოთების სტადია, იმიტომ რომ მას საკმაოდ დიდი ინტერესი აქვს. დარწმუნებული ვარ რომ იქ რუსები შევლენ. სამყაროში დემოკრატია დღეს საერთოდ არავის ახსოვს, ყველა გადარჩენაზეა გადასული“, – აცხადებს სანიკიძე დიანა ტრაპაიძის „დღის ამბებში“.