„მე ვამბობ მკაცრი ბოიკოტი საპარლამენტო ცხოვრებას, პარლამენტში შესვლა არის შეცდომა. ასე მიმაჩნდა ერთი წლის წინ და დღესაც ასე მიმაჩნია. ვხედავთ რამეს? რა მომიტანა პარლამენტში შესვლამ? რა მომემატა, მე მურმან დუმბაძეს ლევან იოსელიანის პარლამენტში შესვლით? არაფერი. 400%-ით გაიზარდა ქვეყნის საგარეო ვალი. ეს იმას ნიშნავს, რომ არცერთი ბანკი შენთან მოლაპარაკებაზე არ წამოვა. საქართველოს სახელმწიფო გამქრალია და ეს გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა. მივდივართ და კიდევ ველაპარაკებით. ჩვენ უნდა გამოვიდეთ საქართველოს პარლამენტიდან, ყველა უპირობოდ. ჩვენ უნდა გამოვიდეთ ყველა საკრებულოდან, მათ შორის წალეჯიხიდან, სადაც გავიმარჯვეთ ოპოზიციამ. მესამე ჯერზე უნდა მოვითხოვოთ ვადამდელი არჩევნები. ამ ქვეყანას ვერაფერი ვერ გაასწორებს. მე ასევე არ ვემხრობი საგამოძიებო კომისიის შექმნას სააკაშვილთან დაკავშირებით, რადგან ვერავითარი კომისია ვერ დაუმტკიცებს ივანიშვილს, რომ ის ყოფილ პრეზიდენტს აწამებს. სრული საყოველთაო დაუმორჩილებლობა, ყველა სოფლიდან, ყველა თემიდამ, ყველა ქალაქიდან. “, – აცხადებს მურმან დუმბაძე.