„ოპოზიცია არ უნდა შესულიყო პარლამენტში ეს იქნებოდა ყველაზე დიდი დარტყმა ხელისუფლებისთვის, მაგრამ შევიდნენ პარტიები, არც მე გავიშვერ ხელს და არ ვიტყვი, რატომ. როცა ვამბობთ ბოიკოტს მაშინ არავინ უნდა შევიდეს. სრულიად ყველას ვგულისხმობ. როდესაც ნაწილი ბევრი საკმაოდ შევიდა, ეს ნიშნავდა, რომ ბოიკოტმა აზრი დაკარგა. მე პატარა პარტია მაქვს და არ მქონდა იმისი ფინანსები, რომ გარეთ ქუჩაში პროტესტი გამემართა. რომ გამოგყავს ადამიანი და ეუბნები პროტესტი გვაქვს. უნდა დაიჭირო ქუჩა, შოთის პური ელემენტარული შეშა ღამე ყინვაში, რომ გაძლონ ადამიანებმა. როცა იდეებზეა საუბარი ფულით არავის არავინ არ გამოყავს“, – აცხადებს თაკო ჩარკვიანი გადაცემა „რეაქციაში“.