უჩვეულო სიტუაცია ოზურგეთში. ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრები 70 წლის რეზო ტარიელაძე, 26 დეკემბერს, ბათუმში, სამას კაციან ქორწილში თამადობის შემდეგ, კოვიდით დაინფიცირდა.
სისუტის და სიცხის სიმპტომებით მან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტს მიმართა, შემდეგ კი უბნის ექიმის რეკომენდაციით, მკურნალობა დაიწყო.
როგორც ” გურიის მოამბესთნ” ოჯახის მძახალი მზია თოდრია აცხადებს, რამდენიმე დღიანი მკურნალობის შემდეგ, მამაკაცმა გუშინ ღამის საათებში თავი შეუძლოდ იგრძნო. ოჯახმა სასწრაფო გამოიძახა, თუმცა მის მოსვლამდე მამაკაცი გარდაიცვლა: ” წუხელ გამხდარა ცუდად, ცოლმა ჩვენ დაგვირეკა,სასწრაფო გამოვიძახეთ, მაგრამ სასწრაფო რომ მოვიდა, უკვე გარდაცვლილი იყო.”
უჩვეულო სიტუაცია სწორედ ამის შემდეგ შეიქმნა. სასწრაფოს ბრიგადამ ოჯახს მიცვალებულთან მიახლოება აუკრძალა და ოთახი ჩააკეტინა. მიცვალებულის ოჯახი გაურკვეველ მდგომარეობაშია და არ იცის როგორ მოიქცეს. პოლიცია ახლობლებს გარდაცვლილთან მიახლოებას, შესაბამისი სამსახურების მისვლამდე უკრძალავს.შესაბამისი სამსახურები კი ამ დრომდე ოჯახში არ მისულან, რის გამოც უკვე მეორე დღეა მიცვალებული გამოკეტილ ოთახშია დასვენებული. : ” უკვე მეორე დღეა, მიცვალებული საწოლშია და ახლოს არ გვიშვებენ, ყველას მივმართეთ, დავრეკეთ ჯანდაცვაში, სასწრაფოში , პოლიციაში. პოლიცია აქეთ გვეკითხება, რითი უნდა დაგეხმაროთო. არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. ყველგან ერთი პასუხია , თქვენ მიცვალებულს თქვენ თავად მიხედეთო. გვითხრან როგორ მოვიქცეთ და არავის დახმარება არ გვინდა” – ამბობს ჩვენთან საუბარში მზია თოდრია.
ერთ-ერთი მეზობლის თქმით კი, მერიიდან ურჩიეს სპეციალური ცელოფანი მოეძიებინათ და მიცვალებულისთვის თავად მიეხედათ: ” კოვიდით გარდაიცვალა კაცი, ოჯახს მიცვლებულთან არ უშვებენ, აქ არავინ მოდის, მძიმე მდგომარეობაშია ოჯახი, არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. მერიაში გვითხრეს, სპეციალური ცელოფანი მოიძიეთ და თქვენ თავად მიხედეთო.”- ამბობს ბადრი კილაძე.