უბედური შემთხვევა ჩოხატაურში – გოგოლეს უბანში 45 წლამდე მამაკაცი, რომელიც ე.წ. “დრუჟბით”, კერძო სამუშაოს ასრულებდა, ხიდან ჩამოვარდა.
როგორც ოჯახის ახლობელი “გურიის მოამბესთან” საუბრისას ამბობს, მამაკაცი მეზობელს ეხმარებოდა და ჩამოვრდა ხიდან. ჩამოვარდნის მიზეზი უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, მან გულის შეტევა მიიღო.
შემთხვევა გუშინ მოხდა. მამაკაცი საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა.
ექიმის ინფორმაციით, საავადმყოფოში შეყვანისას მდგომარეობა მძიმე იყო, აღენიშნებოდა ტრავმული შოკი, მენჯის მოტეხილობა, თირკმლის დაჟეჟილობა და ქალა-ტვინის ტრავმა. მამაკაცი კატასტროფის ცენტრის ავტომანქანით ქუთაისში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და დღეს გარდაიცვალა.