საფრანგეთში ქართველი ემიგრანტი 39 წლის, გია მინდაძე გარდაიცვალა. მინდაძე საფრანგეთში მძიმე სენს ებრძოდა. ორ წლიანი მკურნალობის მიუხედავად, მძიმე სენის დამარცხება ვერ შეძლო.
აწ გარდაცვლილი, საფრანგეთში ოჯახთან ერთად იმყოფებოდა და სხვა და სხვა სახის მკურნალობას გადიოდა.
როგორც მისი მეგობრები ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, – მას ბოლომდე სჯეროდა, რომ ვერად დაავადებას მოერეოდა და სიმსივნეს დაამარცხებდა, თუმცა მედიცინა უძლური აღმოჩნდა.
გია მინდაძეს საქართველოში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შაბათს ჩაასვენებენ.