საქართველო 1 მილიონ მოსახლეზე ინფიცირებით მსოფლიოს 220 ქვეყანას შორის მე-18 ადგილზეა და გადაუსწრო ესპანეთს, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, ავსტრიას, იტალიას, ბრაზილიას, შვედეთს.
რაც შეეხება სიკვდილიანობას, მილიონ მოსახლეზე მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში 46-ე ადგილს იკავებს და ოფიციალურად უსწრებს გერმანიას, საბერძნეთს, ისრაელს, ირანს, უკრაინას, რუსეთს, თურქეთს, ბალტიისპირეთის ქვეყნებს.
2 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 143 376 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 121 621 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 342 პაციენტი კი გარდაიცვალა. საქართველოში კორონავირუსის 20 387 აქტიური შემთხვევაა.
მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ იმუშავებს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები.