”ალბათ, ესეც უნდა გვესმოდეს, რომ პუტინი დიდ ომებში შესვლას ფრთხილობს… ის კაგებეს ოფიცერია, ესე იგი, სპეც-ოპერაციების ოსტატია.
ყირიმი – სპეც-ოპერაციაა. ყაზახეთიც ასე ჩანს. ხალხის გულწრფელ უკმაყოფილებას გაურკვეველი ჯგუფები შეერივნენ, რომელთაც სროლა და მოროდიორობა დაიწყეს. და აი, რუსული ჯარიც უცებ “იქვე” აღმოჩნდა – რუსული აგენტურის მოხმობით ყაზახეთის სუსტი ხელისუფლებისგან…
ამგვარი “სპეც-ოპერაციებისთვის” საჭირო ჯგუფები ჩვენ უკვე ვიხილეთ 5 ივლისს.
ამიტომ როგორც ერთი დინჯი კაცი იტყოდა: “ფრთხილად ვიყოთ, ფრთხილად ვიყოთ “
ლურჯი ვეფხვის წელია მაინც… ლურჯი კია კარგი ფერი, მაგრამ ვეფხვი არ გამოირჩევა მაინც და მაინც დიდი სიმშვიდით.” – წერს სოციალურ ქსელში მწერალი და ანალიტიკოსი ლაშა ბუღაძე.