გორის მოჭიდავე მერი საკადრო წმენდას განაგრძობს. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა სოფლის გამგებლის შემდეგ სამსახურიდან აიპების ხელმძღვანელები გაათავისუფლა. ბაღების გაერთიანების და კულტურის სამსახურის ხელმძღვანებელებს, გელა კაპანაძეს და ლია კოვზიაშვილს განცხადებების დაწერა პირადად ხინჩეგაშვილმა მოსთოხვა.
აღნიშნულს უარყოფენ თავად გათავისუფლებულები, ისინი ირქმუნებიან, რომ თანამდებბეი საკუთარი სურვილით დატოვეს.
“პირველების” ინფორმაციით, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის პოზიციაზე ყოფილი ბანკირი გიორგი შათირიშვილი დაინიშნა, რომელიც ხინჩეგაშვილის ახლო ნათესავია. მათ ნათელმირონობა აკავშირებთ.
ადგილობრივი ოპოზიცია გორის მერის მხრიდან ნეპოტიზმზე საუბრობს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი თანამდებობზე ნათესავებს და ახლობლებს ნიშნავს.
”გორის მოჭიდავე მერმა პირველივე დღიდან დაიწყოს საკადრო წმენდა, რომელიც ემსახურება თავისი მეგობრების დასაქმებას ამა თუ იმ ხელმძღვანელ თანამდებობებზე. პირბველი რაც მან გააკეთა, ატენის თემის გამგებელი გაათავისუფლა და მის ნაცვლად თავისი მეგობარი დანიშნა,” – ამბობს ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენელი.