პარლამენტის ყოფილი წევრი კობა დავითაშვილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.
როგორც „პრაიმტაიმნიუსს“ ალადაშვილის კლინიკაში განუცხადეს, დავითაშვილი დღეს დილით დაიღუპა.
შეგახსენებთ, რომ კობა დავითაშვილს 2017 წელს ე.წ. ბეხტერევის დაავადება დაუდგინეს.
ის დაახლოებით 2 კვირის წინ ალადაშვილის კლინიკაში მძიმე მდგომარეობით გადაიყვანეს, სადაც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა.