ოპოზიცია პარლამენტის წინ ბუშტებს გაუშვებს

“ბათუმის სოლიდარობის და სახელმწიფოს კომიკურობის აღსანიშნავად დღეს პარლამენტის წინ გავუშვებთ ბუშტებს. ერთ-ერთ ბუშტს ექნება დიდი პატივი ერქვას მონა რიჟვაძე.
17.00 პარლამენტთან დაიცავი ბუშტი”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.
შეგახსენებთ, დღეს აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე აქცია – პერფორმანსი „ნუ გეშინიათ ბუშტების“ გაიმართა.

პოლიციამ აქციის მონაწილეებს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰელიუმის ბუშტების დამაგრების და გაშვების საშუალება არ მისცა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

არსებული ინფორმაციით დაკავებულია ორი პირი, ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი რეზო ხარაზი და სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი ჩხვირკია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share