ტელეკომპანია CNN-მა მსოფლიოში საუკეთესო 20 წვნიანი დაასახელა, რომელთა შორის ქართული კერძი – “ხარჩოც” მოხვდა.
“მჟავე ქლიავის სოუსი, რომელსაც ტყემალი ეწოდება, ამ ტრადიციულ წვნიანს, განსხვავებულ და გემრიელ არომატს სძენს. ის საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული და საყვარელი კერძია.
იგი მზადდება მოუმწიფებელი ქლიავით, რომლის სიმჟავე აბალანსებს ცხიმიანი ძროხის და დაფქვილი ნიგვზის გემოებს. თუმცა, განსაკუთრებულ არომატს მას სანელებლების ნარევი ანიჭებს – ხმელი სუნელი, ქინძი, ქონდარი, ცერეცო, შავი პილპილი, ყვითელი ყვავილი და სხვა”, – წერს CNN-ი.
CNN-ის სიაში ასევე მოხვდა უკრაინული ბორში, პორტუგალიური კალდო ვერდე, ესპანური გასპაჩო, ჰარირა მაროკოდან, ვიეტნამური ფო, ტაილანდური ტომ იამ გუნი.