დემნა გვასალიას “მილის მომჭერი” 950 დოლარად – “ინდუსტრიული მოდა ჭკუიდან შეიშალა”

“ბალენსიაგას “მილის მომჭერი” 950 დოლარად – ინდუსტრიული მოდა ჭკუიდან შეიშალა” – ამ სათაურით ქვეყნდება სტატიები უცხოურ მედიაში მსოფლიო ბრენდის ახალი კოლექციის ერთ-ერთი დეტალის, Balenciaga Tool bracelet-ის შესახებ, რომელიც კომპანიამ ამ დღეებში წარადგინა. სამაჯურის შეძენა აღნიშნულ ფასად ონლაინ შეიძლება.

“რასაც დემნა გვასალია ბოლო წლებში შეეხო, ოქროდ გადაიქცა, მაგრამ ამჟამად მან ვერცხლი აირჩია. Balenciaga-ს კრეატიულმა დირექტორმა წარმოადგინა იუველირული ნაწარმის ახალი ხაზი, რომლის სათავეშიც საკმაოდ ნაცნობი “საგანია”. სამაჯურის იდეა შთაგონებულია ჩვეულებრივი მილის მომჭერით, რაც წარმოადგენს ჰიპერინდუსტრიალიზაციისა და თანამედროვე მოდის გაერთიანების ოდას. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს 950 დოლარიანი სამაჯური არასდროს მოგძვრებათ,” – ნათქვამია ნიკ ჰოლის (Nick Hall) სტატიაში.

მართლაც, აღნიშნული სამაჯური მოგაგონეთ იმ ნივთს, რომელიც ყველა ჩვენგანის სახლშია და რეზინის მილი ჰერმეტიზაციისთვის გამოიყენება.

თავადაც ნახავთ, რომ დემნა გვასალიამ ზუსტად დაიცვა “მომჭერის” დიზაინი. სამაჯური სრულდება ვერცხლის ჭანჭიკით, რომელიც სინამდვილეში არ ასრულებს იმავე ფუნქციას და მისი მეშვეობით Balenciaga Tool bracelet-ის ხელზე მჭიდროდ მოჭერა არ ხდება.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share