სამედიცინო ლაბორატორიები კოვიდსიმპტომიანი პაციენტების ნაკადს ვეღარ უმკლავდება, დილიდან თითქმის ყველა კვლევით ცენტრთან ასობით მოქალაქე ტესტის პასუხს ელოდება.
მოთხოვნა PCR კვლევაზე განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში გაიზარდა, მას შემდეგ, რაც კოვიდის ახალი შტამის – ომიკრონის გავრცელება აქტიურად დაიწყო. მხოლოდ ორ დღეში ომიკრონის დადასტურებილი შემთხვევბის რაოდენობა 500-ით გაიზარდა და უკვე 800-ს გადააჭარბა.
პანდემიის ახალი მეექვსე ტალღა, რომელიც საქართველოში ახლა იწყება, თებერვლის ბოლოს საგანგაშო მაჩვენებელს მიაღწევს და შესაძლოა ჯანდაცვის სისტემა პანდემიასთან ომში საბოლოოდ დამარცხდეს.