“წასულა ზეციურ საბჭოთა კავშირში”, – ეს კომენტარი პედაგოგ ლადო აფხაზავას სახელით, სოციალურ ქსელში პოეტ რეზო ამაშუკელის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაიწერა. რის გამოც საზოგადოების ნაწილმა პედაგოგი მწვავედ გააკრიტიკა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ლადო აფხაზავა სოციალურ ქსელში განმარტებას აკეთებს:
“რით ვერ დაიღალა ისე ადამიანი ჩემს მაგივრად კომენტარებს რომ წერს, “სქრინავს ” და ავრცელებს, კომენტარებს კი იღებს.
ღმერთმა აცხონოს ეს ადამიანი.
არასოდეს ვერიდები ჩემი აზრის დაფიქსირებას, მაგრამ ამჯერად არა, მე არ დამიწერია. ბოდიში გაუგებრობისთვის”, – წერს აფხაზავა “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.