13 იანვრიდან საქართველოში ამინდი გაურესდება – როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი

13 იან­ვრი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ცივი და ნო­ტიო ჰა­ე­რის მა­სე­ბის გავ­რცე­ლე­ბა, ნა­ლე­ქი, უმე­ტე­სად თოვ­ლის სა­ხით, ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ძლი­ე­რი თოვა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს. მა­თი­ვე ცნო­ბით, იქ­რო­ლებს და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის ძლი­ე­რი ქარი. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა დაბ­ლობ­სა და ბარ­ში +3, +8 გრა­დუ­სამ­დე და­იკ­ლებს.

10-11 იან­ვარს და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში თბი­ლი და უნა­ლე­ქო ამინ­დი შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა დაბ­ლობ­ში დღი­სით +13, +18 გრა­დუ­სამ­დე გათ­ბე­ბა.

აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ზო­გან შე­საძ­ლოა მცი­რე ნა­ლე­ქი და ნის­ლი აღი­ნიშ­ნოს. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა ბარ­ში დღი­სით +8, +13 გრა­დუ­სი იქ­ნე­ბა.

თბი­ლის­ში 10-11 იან­ვარს შე­საძ­ლოა მცი­რე წვი­მა და ნის­ლი აღი­ნიშ­ნოს. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა 10-12 იან­ვარს +11, +13 გრა­დუ­სი იქ­ნე­ბა, ხოლო 13 იან­ვრი­დან აცივ­დე­ბა, მო­სა­ლოდ­ნე­ლია ნა­ლე­ქი და ძლი­ე­რი ქარი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share