ამ წუთებში გადაკეტილია ოზურგეთი-ჩოხატაურის დამაკავშირებელი ცენტრალური ავტომაგისტრალი. ადგილობრივი მოსახლეობა მთავარ ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, ადგილზე მიმდინარე სამუშაოების გაჭიანურებას აპროტესტებს. მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ სამუშაოები რამდენიმე თვეა დაუსრულებელად მიმდინარეობს და ამ დროის განმავლობაში ფაქტიურად არც არაფერი არ არის გაკეთებული, რის გამოც, მათ უამრავი პრობლემა ექმნებათ. მთავარი ოპოზიციური პარტიის “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საერთაშირისო საფინანსო ორგანიზაციებმა 60 მილიონი ამერიკული დოლარი გამოყვეს გურიის ყველა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, ეს თანხები უკვე გამქრალია, სარეაბილიტაციო სამუშაოები კი წლების განმავლობაში ჭიანურდება, რაც ასეულობით მოქალაქეს პრობლემას ყოველდღიურად უქმნის.
“ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს. ოზურგეთის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც აქციაში მონაწილეობენ, ამბობენ რომ ჩინური კომპანიები,რომლებიც აღნიშნულ სამუშაოებს აწარმოებენ, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ე.წ. ატკატების მსხვერპლი არიან.