ამ წუთებში “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები შინაგან საქმეთა სამინიტროს, გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოფისის წინ იკრიბებიან.
სწორედ აქ გადაიყვანეს დაახლოებით ერთი საათის წინ, ოზურგეთი-ჩოხატაურის ავტომაგისტრალის ნასაკირალის გადასასვლელ მონაკვეთზე მიმდინარე აქციის მონაწილეები, ბესო ქათამაძე და შალვა თავდიშვილი.
ბესო ქათამაძე და შალვა თავდიშვილი პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც მათივე ინფორმაციით ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დეპუტატები გზის გადაკეტვას ცდილობდნენ.
ამ წუთებში , როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები აცხადებენ, ბესო ქათამაძე და შალვა თავდიშვილი პოლიციის დეპარტამენტში ჰყავთ დაკავებული.