ოზურგეთის მერის თანაშემწე,არჩილ ყაზაიშვილი ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის თანაშემწე,არჩილ ყაზაიშვილი ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. “გურიის მოამბემ”  გაარკვია, რომ შემთხვევა გუშინ მოხდა. ფაქტი მერიის პრესსამსახურში “გურიის მოამბეს” უკვე დაუდასტურეს და გვითხრეს, რომ ყაზაიშვილის დაკავება სამსახურში არ მომხდარა. ამ დრომდე უცნობია შეუწყდა თუ არა მას უფლებამოსილება.

ჩვენი წყაროს თქმით, ყაზაიშვილის მხრიდან ოჯახურ ძალადობას სისტემატიური ხასიათი ჰქონდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ყაზაიშვილი 126 პრიმა მუხლითაა დაკავებული.

ავთანდილ თალაკვაძემ ყაზაიშვილი თანაშემწედ ერთი თვის წინ დანიშნა. მანამდე იგი სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა _ იყო გამგებლის მოადგილე, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, გურიის გუბერნატორის მოადგილე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share