რუსეთი ცდილობს გააუქმოს ბუქარესტის სამიტის ფორმულირება… მე პუტინისგან 3 მეტრში ვიჯექი, როცა ამ გადაწყვეტილების ყველა ავტორს დაგვემუქრა-სააკაშვილი

რუსეთი ცდილობს გააუქმოს ბუქარესტის სამიტის ფორმულირება, რომ “საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში წერს.
”ბუქარესტის ფორმულირება იმის თაობაზე, რომ “საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები”, ინტენსიური ბრძოლით ჩვენ, პოლონელებმა და ლიეტუველებმა, ამერიკელების დახმარებით გამოვგლიჯეთ გერმანელებსა და ფრანგებს. სწორედ ამ ფორმულირების გაუქმებას ცდილობს ახლა რუსეთი. 2009-ში მე პუტინისგან 3 მეტრში ვიჯექი, როცა ამ გადაწყვეტილების ყველა ავტორს დაგვემუქრა. აბა გამოიცანით, “ყველაზე ჭკვიანებმა”, რისთვის ვარ დატყვევებული ციხეში?
ა) 4 პიჯაკის ყიდვის გამო,
ბ) ამნისტიის გამო,
გ) ვენოკების და იუშჩენკოს აბანოში მომსახურების გამო,
დ) ბუქარესტის ფორმულირების გამო და იმის გამო, რომ 2008-ში ქვეყანა არ ჩავაბარეთ რუსეთს.” – წერს მიხეილ სააკაშვილი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share