გადასახადების გადამხდელებს ხელისუფლების მაღალჩინოსნების ძვირადღირებული ავტომობილებით გადაადგილება 2022 წელს 84 მილიონი დაუჯდება და აღნიშნული თანხა მხოლოდ საწვავში დაიხარჯება. აუდიტის სამსახურმა სკანდალური დასკვნა გამოაქვეყნა, რომელიც ეჭვს აჩენს, რომ ბენზინს ჩინოვნიკები ოჯახის წევრებისთვის იპარავენ. როცა სამსახურეობრივი ავტომობილის ავზში ბენზინი აღარ ეტევა, საწვავს კერძო მანქანაში ასხამენ, ბიუჯეტის ფულით დადიან პირად საქმეებზე და დასასვენებლად კურორტებზე.
2022 წელს ჩინოვნიკების მანქანებში ბენზინის ჩასხმა ბიუჯეტს 28 მილიონი ლარით მეტი დაუჯდებათ. მიზეზი ორია: გაძვირებული საწვავი და გაზრდილი მოხმარება. კორუფციის მკვლევარებმა დათვალეს და დაადგინეს, რომ თუ 2021 წელს სამთავრობო მანქანების ბენზინსა და დიზელში ხალხმა 55 მილიონ 600 ათასი ლარი გადაიხადა, წელს ამ მიზნით უკვე 84 მილიონ 556 ათასი ლარი დაიხარჯება. აუდიტის დასკვნით კი დგინდება, რომ ხშირად ჩივნიკები ხალხის ფულით ნაყიდ ბენზინს სულ სხვა მანქანებში ასახამენ, ან საწვავს პირად საქმეებზე სიარულში ხარჯავენ.
‘ჩინოვნიკები ამ საწვავით საქმეს რომ აკეთებდნენ, ხმას არ ამოვიღებდით, მაგრამ დიდი უბედურებაა ის, რომ ეს ადამიანები საწვავს პირადი კომფორტისთვის და საკუთარი ოჯახებისთვის იყენებენ. ის კი არა, რომ საქმე გაკეთდეს და ქვეყანაში მატერიალური დოვლათი შეიქმნას- აცხადებს ,,ენმ”-ს წევრი, ლევან ხაბეიშვილი.
არჩევნების შემდეგ ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებამ 939 ახალი ავტომობილი იყიდა და ამაში ბიუჯეტიდან 79 მილიონი გადაიხადეს.
ტვ პირველი