რესტორნებში დახარჯული ბიუჯეტის ფული – ,,ოცნების” საახალწლო ქეიფი ათასობით ლარი დაჯდა

ჭამა-სმაში დახარჯული ხალხის ფული. ,,ქართული ოცნების” რეგიონული ლიდერების რესტორანში მოსალხენად ბიუჯეტიდან ათასობით ლარია გადახდილი.

კორუფციის მკვლევარების ინფორმაციით, საახალწლო დღეებში მხოლოდ სამ მუნიციპალიტეტში, ხარაგაულში, ქუთაისსა და სენაკში, მუნიციპალიტეტებმა 20 ათასამდე ლარის ღირებულების სარესტორნო შეკვეთა განახორციელეს.

მათივე კვლევით, მმართველი პარტიის ჩინოვნიკები შემდეგი სქემით მოქმედებენ – რესტორნებს ხელშეკრულებებს უფორმებენ, შემდეგ მენიუს უკვეთავენ და გასართობად მიდიოდნენ, მაგრამ არსად ჩანს, ვის უმასპინძლეს და რა მიზნით.

წლის დასარულს, როცა საჯარო მოხელეების შვებულება გამოცხადდა, ამ დროს რეგიონებში მუნიციპალიტეტები სარესტორნო ხარჯებით იყვნენ დაკავებულები. მაგალითად ხარაგაულმა 4 ათასი ლარი დახარჯა იმისთვის, რომ მეზობელი მუნიციპალიტეტიდან სტუმრებს გამასპინძლებოდა. 

ასევე გაურკვეველია ,,იმერეთის ადგილის მართვის ორგანიზაციის”. დანიშნულება. ორგანიზაცია რომ 10 ათას ლარს დახარჯავს რესტორნებში, ასევე სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, რომელმაც 2 ათასი ლარი რესტორნებში მაშინ დახარჯა, როცა წესით, შვებულებაში უნდა ყოფილიყვნენ. 

საერთო ჯამში 3-მა მუნიციპალიტეტმა 25 დეკემბრიდან 10 იანვრამდე 20 ათასი ლარი დახარჯა, მუნიციპალური სერვისების ნაცვლად ისინი დაკავებულები არიან სარესტორნო ხარჯებით. – აცხადებს კორუფციის მკვლევარი, ბესო დონაძე.

ტვ პირველი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share