“ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძის თქმით, ბიძნა ივანიშვილმა მას ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმესთან დაკავშირებით საპროცესო გარიგება შესთავაზა. ამის შესახებ მან გადაცემა “რეაცქიაში” ისაუბრა.
ხაზარაძის განმარტებით, “თიბისი” ბანკის დამფუძნებლებს არ არსებული შეცდომა უნდა ეღიარებინათ, რაზეც უარი განაცხადეს და სიმართლის დამტკიცება სასამართლოს გზით არჩიეს.
იმაზე მეტს არ ვიტყვი, რაც ვთქვი. მე პირდაპირ გეუბნებით და გეტყვით რატომ… იმიტომ, რომ იყო ასეთი შემოთავაზება, იყო მისი ნდობით აღჭურვილი პირი იყო მოსული, რომელმაც შემოგვთავაზა, რომ “მოდით, მორიგებით დავამთავროთ” ანუ წინადადება იყო, რომ ჩვენ “რაღაც” უნდა გვეღიარებინა და დაგვემთვარებინა ეს თემა. ეს რას ნიშნავს? რომ პრაქტიკულად უნდა თქვა, რომ დამნაშავე ხარ რაღაცაში და მოდი, აღარ გინდა, გავაგრძელოთ ეს თემა. რა თქმა უნდა, იქვე ეთქვა უარი ამ პიროვნებას და დამთავრდა ამით. ეს თემა დახურულია. საპროცესო შეთანხმებაზე იყო საუბარი, რომ ჩვენ გვეთქვა, “კი, ჩვენ რაღაცა შეგვეშალა და მზად ვართ საპროცესო შეთანხმება გავაფორმოთ, რაზეც ვუთხარით უარი. ის ადამიანი არსებობსდ ა ძალიან გავლენით სარგებლობდა და სარეგბლობს ალბათ დღესაც, – განაცხადა ხაზარძემ.
ხაზარძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე საქალაქო სასამართლოში დღეს დასკვნითი სხდომა გაიმართა. მოსამართლე გიორგი არევაძე გადაწყვეტილებას ხვალ 11:00 საათზე გამოაცხადებს.
ტვ პირველი